თბილისის N149 სკოლის მოსწავლეებს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგზაო უსაფრთხოების წესები გააცნეს
11-06-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

პატრულ-ინსპექტორებმა დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საგზაო უსაფრთხოების თეორიული და პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარეს და საგზაო უსაფრთხოების აუცილებელ წესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.

პრაქტიკულ გაკვეთილზე ბავშვებმა ზებრა გადასასვლელზე წესების დაცვით გადასვლა და საგზაო მოძრაობის სხვა აუცილებელი წესები ისწავლეს.

სწავლების მიზანი ცნობიერების ამაღლება და საგზაო უსაფრთხოების პრევენციაა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203