საქობოს საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
11-06-2021
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები სამახსოვრო აქტივობებით გააცილა.
საქობოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ საყვარელ სკოლას. ეს დღე სასიხარულოც იყო და სევდის მომგვრელიც. ამ წუთიდან ისინი ცხოვრების დიდ და საპასუხისმგებლო გზას დაადგნენ. სკოლა წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს.