„ქიმიური ექსპერიმენტები“ - ყელქცეულის საჯარო სკოლის მე-10 კლასში პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა
11-06-2021

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის პედაგოგები მუდამ ზრუნავენ, მოსწავლეებს სასწავლო მასალა საინტერესოდ მიაწოდონ და ბავშვებს მოტივაცია აუმაღლონ.

მასწავლებლები ამ ამოცანას რომ საუკეთესოდ ართმევენ თავს, ამის ერთ-ერთი მაგალითია ნინო კახნიაშვილი. პედაგოგი ძალისხმევას არ იშურებს მოსწავლეებს ცოდნა პრაქტიკული აქტივობებით მიაწოდოს.

ქიმიური ექსპერიმენტები - ამჯერად, ამ თემას დაუთმო ნინო კახნიაშვილმა მე-10 კლასში პრაქტიკული მეცადინეობა. მან მოსწავლეებთან ერთად სხვადასხვა ექსპერიმენტი ჩაატარა. ბავშვები ინტერესით დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს და შედეგები ფორმულების სახით დაფაზე გადაიტანეს.

სკოლა მადლობას უხდის პედაგოგ ნინო კახნიაშვილს რავალფეროვანი სასწავლო პროცესისთვის და მოსწავლეებთან ერთად, წარმატებას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203