ფშავლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა პოეტ, თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედება წარმოადგინეს
11-06-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები ღონისძიებით წარსდგნენ დამსწრე საზოგადოების წინაშე.

პატარებმა ლამაზი კომპოზიციური ღონისძიება, კლასის ხელმძღვანელის, ნატა ლეკაშვილისა და მუსიკის მასწავლებლის, ნანა ნონიკაშვილის ხელშეწყობით გამართეს.

ბავშვებმა წარმოადგინეს პოეტის, თინათინ მღვდლიაშვილის ,,სამოთხის გასაღები - ანბანთქება" და „ოცდაცამეტი ოქროს მტევანი - ანბანთქება“.

„პატარები თითოეულ ასოს და მართლაც, სასოებით, სიყვარულით და სიხარულით შეყვარებულ,  საოცარ ჩვენს ენა - ქართულს, დამწერლობას - ქართულს, მარცვალ-მარცვალ მოეფერნენ“- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.  

ღონისძიება სკოლის ეზოში, რეგულაციების დაცვით ჩატარდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203