ნოღოხაშის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის შემაჯამებელი სპორტული ღონისძიება გაიმართა
11-06-2021
აბაშის მუნიციპალიტეტის ნოღოხაშის საჯარო სკოლაში სპორტის პედაგოგის, თამთა ძველაიას ორგანიზატორობით 2020-2021 სასწავლო წლის შემაჯამებელი სპორტული ღონისძიება გაიმართა.
სპორტული ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა სახის სახალისო სპორტული აქტივობით.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ აღნიშნულ ღონისძიებაში.