კოჭბანის საჯარო სკოლას წელს ხუთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს
11-06-2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლას წელს ხუთი კურსდამთავრებული ჰყავს.

სკოლა წარმატებით დაასრულეს: ლიკა აბგაიძემ, ლიკა ბარბაქაძემ, ცირა მამუკაშვილმა, ვლადიმერ ქოქოშვილმა და შალვა მათიაშვილმა. კოჭბანის საჯარო სკოლა და მასწავლებლები ამაყობენ საკუთარი მოსწავლეებით და წარმატებულ მომავალს უსურვებენ მათ.

ბუნებრივია, ბოლო ზარის ტრადიციას არ უღალატეს და მე-12 კლასელების გაცილებას აღნიშვნის გარეშე არ ჩაუვლია. მოსწავლეებმა სკოლის ეზოში „ფერთა დღესასწაული“ მოაწყვეს და პედაგოგებთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, რეგულაციების დაცვით, ღია ცის ქვეშ.

12 წლის განმავლობაში დაგროვილმა მოგონებებმა ერთად მოიყარა თავი, აჭრელებული თეთრი პერანგებით, კეთილი სურვილებითა და ცოტა ცრემლითაც, ბავშვები სკოლის კედლებს გამოემშვიდობნენ და თან სიხარულით გადააბიჯეს ახალ საფეხურზე.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203