თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლე რევაზ მდინარაძე ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონი გახდა
11-06-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლე რევაზ მდინარაძე ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონი გახდა. მისი მწვრთნელი სვეტლანა-სონია ვართანიანია. სკოლის დირექცია ულოცავს რევაზს და მის მწვრთნელს მიღწეულ შედეგს.

„29-30 მაისს ბადმინტონში მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, სადაც აჭარის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-თიანეთისა და თბილისის გუნდები მონაწილეობდნენ. ტურნირში წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონი გახდა, თბილისის  N103 საჯარო სკოლის მოსწავლე, რევაზ მდინარაძე.

სკოლა ულოცავს რევაზს მიღწეულ წარმატებას, ასევე მის მწვრთნელს, ქალბატონ სვეტლანას და უსურვებს შემდგომ წარმატებას“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203