წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში კომპიუტერულ ტექნოლოგიებში კომპლექსური გაკვეთილი ჩატარდა
11-06-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის IV კლასში, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში პროგრამა MS Word-ში პოსტერის შექმნაზე კომპლექსური გაკვეთილი ჩატარდა.

პედაგოგი ინგა არაბიძეა; კლასის დამრიგებელი - ნინო ლობჯანიძე-ლალიაშვილი.

მოსწავლეებმა კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით შეძლეს ინფორმაციის სწრაფი გაცვლა, შენახვა და დამუშავება; დოკუმენტში გამოიყენეს შესწავლილი ინსტრუმენტები: ფონტის ზომა, ფერი, სტილი, ამოტრიალება და ფერის შეცვლა, ჩასვეს ფიგურები, მასში ჩასვეს შესაბამისი ტექსტი და ფოტომასალა, რომლითაც შეძლეს პოსტერის გაფორმება. შეინახეს დოკუმენტი სახელით „საქართველოს სიმბოლიკა“.  შენახული ფაილი ატვირთეს „თიმსის“ პლატფორმაზე საქაღალდეში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203