აგარის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ
11-06-2021

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის აქტიური და ნაყოფიერი სასწავლო წელი იწურება. პედაგოგები და მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს ყოველთვის აღნიშნავენ და მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს მართავენ. 

ისტორიის მასწავლებელმა ხათუნა დევაძემ ჩაატარა ღონისძიება - „26 მაისი ჩვენი დღეა“, დედამიწის დღისთვის მიძღვნილი ღონისძიება - „we can take care of the earth with my own two hands“ მოამზადა ინგლისური ენის მასწავლებელმა ლია სურმანიძემ. გეოგრაფიის მასწავლებელმა, ნაზი სამნიძემ კი გამართა ღონისძიება - „22 აპრილი დედამიწის დღეა“.

„წლის განმავლობაში აქტიურად ტარდებოდა მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრები და სხვადასხვა ღონისძიებები. გილოცავთ 2020-2021 სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203