საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის ეზო მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით მოხატეს
11-06-2021

ნუგზარ ჭანტურიას სახელობის საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღე ღია ცის ქვეშ აღნიშნეს. 

პედაგოგებმა მოსწავლეებთან ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და ისინი სახალისო აქტივობებში ჩართეს. მათ შორის მოსწავლეებმა სკოლის ეზო ფერადი ცარცებით მოხატეს.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203