წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს სახალისო აქტივობა მიეძღვნა
11-06-2021

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N2 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

დაწყებით კლასებში საინტერესო და სახალისო აქტივობა ჩატარდა. 

აქტივობას პედაგოგი ზინა ემინოვი ხელმძღვანელობდა. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203