
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფ (LAG), CENN-თან თანამშრომლობით, გრძელდება პროექტი „ჩვენი მწვანე სკოლა“.
სამების სკოლის ეზოს მოწყობის მიზნით შედგა შიდა სასკოლო კონკურსი.
მოსწავლეებმა შექმნეს საინტერესო ნახაზები. სკოლის მდებარეობის, კლიმატის და ეზოს პერიმეტრიდან გამომდინარე შეირჩა საუკეთესო ნამუშევარი.
რჩეული ნახაზის ავტორია მე-11 კლასელი აჩიკო ღორჯომელაძე.
იხილეთ ფოტო