თელავის N5 სკოლაში მოსწავლეებმა ეკოლოგიურ პრობლემებსა და გარემოს დაცვაზე პროექტი წარადგინეს
11-06-2021

თელავის N5 საჯარო სკოლის მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის თემაზე საინტერესო პროექტი წარმოადგინეს. ბავშვებმა გაიაზრეს, რა ზიანი მოაქვს გარემოს დაბინძურებას და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების გზები განიხილეს. სკოლის ტერიტორიაზე გააკეთეს სკვერი და გაშენეს ყვავილების ბაღი. მოსწავლეებს მშობლებიც ეხმარებოდნენ.

„ეკოლოგიური მდგომარეობა 21-ე საუკუნეში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეკოლოგიური გარემოს დაბინძურება ცოცხალი ორგანიზმებისათვის მნიშვნელოვან  პრობლემას წარმოადგენს.

პროექტის მიზანი: ბავშვებმა გაათვიცნობიერონ, რომ გარემოს დაბინძურება პირველ რიგში მათ ჯამთელობას მიაყენებს ზიანს, ისინი მიაწვდიან ინფორმაციას თანატოლებს, თუ როგორ შეუძლიათ შეუშალონ ხელი ამ პროცესს.
სკოლაში ბავშვებმა ნახეს ფილმები, რომელშიც ნაჩვენები იყო, თუ რა დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია თუნდაც ერთ ხეს მათთვის და რა ზიანი მოაქვს დაბინძურებულ გარემოს. ასევე რა კატარასტროფები შეიძლება გამოიწვიოს გაუფრთხილებლობამ. გამართეს დისკუსია - იმსჯელეს საფრთხეებზე, რომელიც მოსდევს ბუნების გაუფრთხილებლობას.

მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტის გზები, ასევე შეასრულეს პოსტერები,  სკოლის ტერიტორიაზე  გააკეთეს პატარა სკვერი, რგავენ ხე-მცენარეებს, აკეთებენ პატარა ყვავილების ბაღს მეორადი საბურავებით.

დიდი მადლობა მშობლებს და მოსწავლეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის“, - აღნიშნავს საგნის „მე და საზოგადოება“ პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203