„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სიახლეების ძიება, გათავისება და სწორად გამოყენება“ - ქეთევან ობოლაშვილი, აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
11-06-2021
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? და რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? - ამ და სხვა საკითხებზე ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორის - ქეთევან ობოლაშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- ამაღელვებელია, რადგან გრძნობ, რომ ყოველი მოსწავლე ასაკთა ზრდასთან კავშირში განათლებით და ცხოვრებისეული გამოცდილებით გაიზარდა. გრძნობ, რომ შენი წვლილიც დევს მასში, რომ შენ, როგორც პედაგოგმა, მიზნობრივად, პატარ-პატარა ნაბიჯებით ატარე თითოეული მოსწავლე ცხოვრების დამოუკიდებელ გზაზე დასადგომად.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- კვალიფიციურ პედაგოგებს, სწავლისთვის მოტივირებულ მოსწავლეებს, სიახლეების მიმღეობისთვის მუდმივ მზად მყოფ ადმინისტრაციას. თბილ გარემოს, თანამშრომლობით ურთიერთობებს, მოსწავლე-მასწავლებლის მეგობრულ დამოკიდებულებებს. სკოლის დამთავრების შემდეგ სრულფასოვანი ქცევითა და ცოდნით ჩამოყალიბებულ ახალგაზრდებს.
- გამორჩეულად მახსენდება სკოლის...
- ექსკურსიები...რადგან დღევანდელი პანდემიიდან გამომდინარე მოსწავლეებს ნატვრად ექცათ.. ისინი ხომ გასვლითი ღონისძიების დროს ღრმა ურთიერთობებს ამყარებდნენ თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან ...ერთმანეთის შესწავლა ხდებოდა სასკოლო გარემოს გარეთ.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- ყველაფერში, განსაკუთრებით სწავლაში.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- მასწავლებელი, მშობელი, მეგობარი...
- დირექტორის მოტივაციაა...
- სწავლა სწავლების მუდმივად განახლებადი პროცესები, მოსწავლეთა წარმატებები, ძლიერი სკოლა და თანამშრომლების გუნდურობა.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- სიახლეების ძებნა, გათავისება და სწორად გამოყენება...მიმღეობა და გაცემა თანაზომიერად.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია