„რუსუდან მასწავლებელო! მადლობა ოთხი ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წლისთვის!“ - ბერეთისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს
11-06-2021

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბერეთისის საჯარო სკოლაში, რუსუდან მაჭარაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა. სკოლის დირექტორი ლალი კაპანაძე პედაგოგს გაწეული შრომისთვის მადლობას უხდის.

„რუსუდან მასწავლებელმა და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავისი შრომის შედეგი და გვაჩვენეს მათ პატარა გულებში ჩატეული სამშობლო, გვამოგზაურეს საქართველოს თითოეულ კუთხეში და გვაზიარეს ქართულ კულტურას...

მეოთხე კლასის მოსწავლეები ასევე გამოემშვიდობენ პირველ მასწავლებელს...

პირველი მასწავლებელი სამუდამოდ რჩება ადამიანის მეხსიერებაში და წარუშლელ კვალს ტოვებს მის ცნობიერებაში... რუსუდან მასწავლებლის მიერ ჩატარებული თითოეული გაკვეთილი მართლაც რომ აღმოჩენაა... რუსუდან მასწავლებელმა შეძლო სრულიად პატარებისთვის ესწავლებინა სიკეთისა და ბოროტების, სამყაროში არსებული დაბრკოლებებისა და ცხოვრებისეული სირთულეების შესახებ... უანგაროდ შეაყვარა სამშობლო, ჩაუნერგა და სამუდამოდ დაამახსოვრა პატივისცემით მოეპყრან უფროსებს, ერთმანეთს და საკუთარ თავს...

ძვირფასო რუსუდან მასწავლებელო! მადლობა ამ ოთხი ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წლისთვის! მადლობა უამრავი უძილო ღამისთვის, ფიქრიანი დღეებისთვის, დაუღალავი შრომისთვის, უშრეტი ენერგიისთვის, სითბოსთვის, სიყვარულისთვის, მადლობა ყველაფრისთვის!“ - წერს დირექტორი ლალი კაპანაძე.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203