„ჩვენი შესაძლებლობები“- ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
10-06-2021
ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მესამე კლასის მოსწავლეებთან, პედაგოგ თამარ ღვინჯილიას ხელმძღვანელობით, მოეწყო შეჯიბრი - „ჩვენი შესაძლებლობები“.
„მოსწავლეებმა გასცეს პასუხი ძირითად და დამატებით ბლიც კითხვებს. ეს კონკურსი ემსახურებოდა მოსწავლეებში სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებას.
ისინი ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული და კარგად გაართვეს თავი კონკურსის დავალებებს. ჟიურიმ შეფასა მათი შესაძლებლობები და გუნდებს გადაეცათ დამსახურებული სიგელები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია