ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლას წელს 3 ოქროს მედლის კანდიდატი ჰყავს. სკოლის XII კლასის მოსწავლეებმა წარმატებით დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო პროგრამა. სამი მათგანი კი წარდგენილია ოქროს მედალზე.
მედლის კანდიდატები არიან:
- ზაალიშვილი ზალინა;
- ხოხობაშვილი ქრისტინე;
- ზარგარიანი ქეთი.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.