ჩქვალერის თემის და ჯვარის N1 საჯარო სკოლებმა 2021 წლის კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე ერთად გააცილეს
10-06-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის ჩქვალერის თემისა და ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის ჯვარის N1 საჯარო სკოლები დროებით ერთად აღნიშნავენ ყველა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს. 

ჩქვალერის საჯარო სკოლაში რემონტი მიმდინარეობს რის გამოც, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები დროებით ჯვარის N1 საჯარო სკოლაში არიან შეფარებულები. 

რადგან წელს ჩქვალერის საჯარო სკოლას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არ ჰყავს ამიტომ, სკოლის პეაგოგებმა და მოსწავლეებმა მეგობარ სკოლასთან ერთად 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს. 
 
კურსდამთავრებულების გაცილების აღსანიშნავად ღია ცის ქვეშ აქტივობაც გაიმართა.

„სკოლის შემოქმედებითი ჯგუფი „სხარტუნები“ და ჩქვალერის საჯარო სკოლის მოსწავლეები ულოცავენ სკოლის დამთავრებას მე-12 კლასელებს“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203