
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა საგანში -„მე და საზოგადოება“ საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს.
კომპლექსური დავალების თემა იყო - „ჩვენი საჩუქარი ჩიტებს“, სამიზნე ცნება: „ზრუნვა“
„მოსწავლეებმა დაამზადეს პატარა სახლები და სკოლის ეზოში ხეებზე დაამაგრეს, ჩვენი პატარები ფიქრობენ რომ „ჩიტები ჩვენი ბუნებრივი მეზობლები არიან“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
III კლასის დამრიგებელი ლალი ჭუმბურიძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები