მედანის თემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე სახალისო აქტივობებით აღნიშნეს
10-06-2021

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მედანის თემის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მასწავლებლებმა მოსწავლეებთან ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ისაუბრეს და საინტერესო და სახალისო აქტივობებში ჩართეს. 

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203