ქვემო ქედის საჯარო სკოლას ოქროსა და ვერცხლის მედლის კანდიდატები ჰყავს
10-06-2021

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლაში სწავლის მაღალი დონე რომ არის, მოსწავლეთა შედეგებიც ადასტურებს. სკოლა მე-12 კლასელებს უკვე გამოემშვიდობა და რა თქმა უნდა, სასწავლო წელი მედალოსნების გარეშე არ დასრულებულა.

ქვემო ქედის საჯარო სკოლას ოქროს მედლის ერთი კანდიდატი  - ნიკოლოზ ხარხელაური ჰყავს. ხოლო ვერცხლის მედალს ანა ბურდული და თამარ ბაღიაური მიიღებენ.

წარჩინებული კურსდამთავრებულებით სკოლა ამაყობს და მათ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203