ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნუგბარი საკუთარი ხელით დაამზადეს
10-06-2021

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტიჯანსაღი ცხოვრება-ჯანმრთელი მომავალი“; სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა, პროექტის ფარგლებში,  ჯანსაღი, სასარგებლო, ვიტამინებით მდიდარი, უშაქრო კანფეტები დაამზადეს. აღსანიშნავია, რომ ტკბილეულმა დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა ბავშვებსა და უფროსებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203