გაეცანით ნიჭიერ მხატვარს და მის პეიზაჟებს - ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში მოსწავლის, ლიზი ეფრემიძის ნახატები გამოიფინა
10-06-2021

ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლა მნიშვნელოვანი თარიღები აღნიშვნას ყოველთვის უერთდება და ღონისძიებებში მოსწავლეებიც დიდი ხალისით ერთვებიან. რა თქმა უნდა სკოლას არც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დარჩენიათ ყურადღების მიღმა.

ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, სკოლაში მე-6/2 კლასის მოსწავლის ლიზი ეფრემიძის ნახატების გამოფენა მოეწყო. პატარა მხატვრის ნამუშევრების უმეტესობა ბუნების პეიზაჟებს ასახავს და წელიწადის დროებში ამოგზაურებს მნახველს!

აღსანიშნავია, რომ ლიზიმ სულ რაღაც შვიდი თვეა დაიწყო ხატვა. მისი ნიჭიერებაც კი ეს არის, ასეთ მოკლე დროში ისეთ დახვეწილ ნამუშევრებს ქმნის, დამთვალიერებელს აღაფრთოვანებს.  

სკოლა მოსწავლეს წარმატებებს და ნაყოფიერი შემოქმედებით მომავალს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203