ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საქველმოქმედო აქციაში ჩაერთვნენ
10-06-2021
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად და რა თქმა უნდა, არსებული პროტოკოლის ზედმიწევნით დაცვით მიმდინარეობს. მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ, სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა და ასევ დიდი სიხარულით ერთვებიან სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში. ქუთაისის N40 საჯარო სკოლა მეგობრობს ორგანიზაცია „გვირილასთან„, რომელიც აერთიანებს ყველას, ვისაც სიკეთის კეთება სურს.
ამ ეტაპზე, შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით, მთავარი პრიორიტეტი იყოს შეჭირვებული პატარებისა და მოხუცების დახმარება - ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ჩართულობით, მოეწყო აქცია, რომლის ფარგლებში შეგროვდა საკვები პროდუქტები.
„ჩვენი სკოლა აქტიურად ჩაერთო ქველმოქმედებაში - „რასაცა გასცემ შენია, რასც არა დაკარგულია"... სიკეთე გადამდებიაო, - უთქვამთ...უშურველობა შეგვაძლებინოს უფალმა“, - აღნიშნულია ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს