ქუთაისის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ გარემოსდაცვითი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
10-06-2021
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ქუთაისის ფილიალში, პროექტის - „კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა" - შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.

IX „ა“ კლასის მოსწავლეები პროექტის განმავლობაში კლიმატის ცვლილების პრობლემაზე მუშაობდნენ, შემაჯამებელ ღონისძიებაზე კი მოძიებული ინფორმაცია და შექმნილი რესურსები წარადგინეს; კლიმატის ცვლილების თემაზე შექმნეს საინფორმაციო ბროშურები და სხვადასხვა საკითხავი მასალა, ასევე დაამზადეს სამგანზომილებიანი მაკეტები - „დედამიწა სათბურის პირობებში“.

პროექტის მიზანი იყო მოცემული პრობლემის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ქმედითი ნაბიჯებისთვის მოტივაციის აღძვრა.

პროექტი „კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა“ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (PBL) მეთოდით განხორციელდა, რომელსაც ბიოლოგიის მასწავლებელი, ირინა ჯანელიძე ხელმძღვანელობდა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203