ჭიაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღეს ღონისძიება მიეძღვნა
10-06-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

დაწყებითი სკოლის მასწავლებლებმა - მაკა ბალახაძემ, თეა ქიმაძემ და იამზე შუბითიძემ სახალისო - გასართობი ღონისძიება მოაწყვეს. 

ღონისძიებაში 1-ელი-მე-4 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203