ქუთაისის N19 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები აკინძეს
10-06-2021

პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ქუთაისის N19 საჯარო სკოლა, სადაც სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

მოსწავლეები ჩართულები არიან სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში, სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებენ და სკოლის ერთმუშტად შეკრული, პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ძალიან უყვართ სწავლა.

ქუთაისის N10  საჯარო სკოლის III „ბ„ კლასის მოსწავლეები, უსაყვარელს მასწავლბლთან - ნინო ჯავახაძესთან ერთად,  საინტერესო აქტივობით დაემშვიდობნენ პირველ წიგნს. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები აკინძეს.

მალე არდადეგები დაიწყება, მომავალ სასწავლო წელს კი, მშობლიური სკოლა დიდი სიყვარულით შეეგებება ბავშვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203