ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებულ დასასრულს უახლოვდება
10-06-2021

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებულ დასასრულს უახლოვდება. სკოლის პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებმა უკვე იზეიმეს სწავლის დასრულება. პირველკლასელებმა საზეიმო ღონისძიებით შეაჯამეს განვლილი სასწავლო წელი. კლასის დამრიგებლის ლეილა ბერიძის ორგანიზებით პირველკლასელებმა საზეიმო ღონისძიება გამართეს, რომელიც ღია ცის ქვეშ გაიმართა.

მოსწავლეებს კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა სკოლის დირექტორმა მარინა ნანდოშვილი-წიქარიშვილმა და მათ სამახსოვრო სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცა.

ღონისძიება კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203