ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლაში რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს შემოქმედებითი გაკვეთილი მიეძღვნა
10-06-2021
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა შემოქმედებითი გაკვეთილი, რომელიც რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს რევაზ ლაღიძის ცხოვრების გზა და შემოქმედება, შეასრულეს მისი სიმღერები.
სასწავლო პროცესს პედაგოგი იზოლდა ფხაკაძე ხელმძღვანელობდა.