
ქობულეთის №5 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროექტები აქტიურად ხორციელდება.
მოსწავლეები შეხვდნენ არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს და ადამიანის უფლებების საკითხზე იმსჯელეს.
არასამთავრობო ორგანიზაციის - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ორგანიზებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ფონდ NED-ის მხარდაჭერით. მე-7 შეხვედრა პროექტის - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მომხსენებლად მიწვეული „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ბათუმის ოფისის და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი მალხაზ ჭაკდუა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა ადამიანის უფლებების თემაზე ბევრ მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.
კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. დისკუსიას მოდერაცია ამავე სკოლის დირექტორმა, ნარგიზ ჯინჭარაძემ გაუწია.
შეხვედრა დაიგეგმა და განხორციელდა პროექტის- „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ (IJH), ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ National Endowment for Democracy მხარდაჭერით“.
იხილეთ ფოტოები: