„დეკემბრის ბოლომდე დაბადებული ბავშვები, რომლებიც 1 იანვრამდე 6 წლის ხდებიან, უნდა ჩაირიცხონ პირველ კლასში“-აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორი
10-06-2021
პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის ასაკთან დაკავშირებით, საზოგადოებაში ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობაა, მშობლების ნაწილი მიიჩნევს რომ სკოლაში შესვლის უფლება იმ ბავშვებსაც უნდა ჰქონდეთ რომლებსაც 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ, ნაწილი აღნიშნავს რომ უსამართლობაა, როცა ბავშვს სასკოლო ასაკი სწავლის დაწყებიდან მეორე დღეს უსრულდება, თუმცა სკოლაში შესვლის უფლება მაინც არ აქვთ.
დღეს არსებული კანონის მიხედვით, იმისთვის რომ მოსწავლე პირველ კლასში ჩაირიცხოს სასწავლო წლის დაწყების დღეს იგი 6 წლის უნდა იყოს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორს ქეთევან ობოლაშვილს.
- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?
- აღნიშნულ საკითხს არ ვეთანხმები.. დეკემბრის ბოლომდე დაბადებული ბავშვები, რომლებიც მომდევნო წლის 1 იანვრამდე 6 წლის ხდებიან, უნდა ჩაირიცხონ პირველ კლასში..
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია