მერისის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემაზე საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
10-06-2021

ფრიდონ თურმანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლას არასამთავრობო ორგანიზაციის - „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ წარმომადგენლები ეწვივნენ. სკოლაში ახალგაზრდებისთვის პროექტის - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. 

ბავშვთა მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის პრობლემაზე მოსწავლეებთან ციალა ქათამიძემ ისაუბრა. 

შეხვედრის თემა ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს მზიური შავაძეს ეკუთვნის, ის ორგანიზაციის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

მოსწავლეებთან შეხვედრა მოსაზრებების გაცვლისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, აქტიური დისკუსიის ფონზე ჩატარდა. 

აქტივობა განხორციელდა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის - „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“(NED).

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203