
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სკოლის პედაგოგები მუდამ ზრუნავენ სასწავლო მასალა მოსწავლეებს საინტერესოდ მიაწოდონ და სწავლისადმი მათი ინტერესი მეტად აამაღლონ.
ამის ნათელი მაგალითია, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ლუსინე ასატრიანის მიერ განხორციელებული დღევანდელი აქტივობა. პედაგოგის ხელმძღვანელობით, არჩევნების იმიტაცია მოეწყო.
სკოლის მოსწავლეები აქტივობაში დიდი ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ. მათთვის გაკვეთილი საინტერესო აღმოჩნდა.
ლუსინე ასატრიანი და ბავშვები მომავალშიც უამრავ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით.
იხილეთ ფოტოები: