
6 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში ალექსანდრე პუშკინისადმი მიძღვნილი კვირეული - „რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარ“ დაიწყო.
კვირეულს ხელმძღვანელობდა რუსული ენის პედაგოგი, წამყვანი მასწავლებელი ლამზირა წიტაიშვილი.
კვირეულის ბოლოს, 8 ივნისს ჩატარდა ვიქტორინა, სადაც გამოვლინდა გამარჯვებული მოსწავლე.
„გამარჯვებულს სკოლის დირექტორმა ბატონმა ერეკლე ჯიქიამ გადასცა სიგელი და პრიზის სახით საჩუქარი - გლობუსი.
ჩვენი სკოლის ერთერთ წარმატებულ მოსწავლეს ნინო ყაჭეიშვილს, მივულოცოთ გამარჯვება და ვუსურვოთ წინსვლა ყველა საქმიანობაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: