
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლაში სახელმწიფო ენის შესწავლას დიდი ყურადღება ეთმობა, მასწავლებლები ძალისხმევას არ იშურებენ ქართული ენა სრულყოფილად ასწავლონ და ეს მოსწავლეთა შედეგებშიც აისახება.
დღეს, სწორედ მორიგი ასეთი წარმატების შესახებ გაგაცნობთ ინფორმაციას. ხოჯორნის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი მარგიანი და მოსწავლეები წარმატებით მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ენის მასწავლებელთა ასოციაციის ქსელურ პროექტში - ჩემი არჩევანი ჩემი თავისუფლებაა!
პროექტში ჩართულმა მასწავლებელმა და მოსწავლეებმა სერტიფიკატებიც დაიმსახურეს. სკოლა მათი მიღწევით ამაყობს და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებს.
„ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეულ მათგანისთვის. უკვე 4 წელია, რაც ხოჯორნის საჯარო სკოლა წარმატებით მონაწილეობს სსემას პროექტებში“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: