2 წარმატებული სპორტსმენი ბუშეტის საჯარო სკოლიდან - თორნიკე ქალიაშვილი და არჩილ ბოჭორიშვილი  ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ
10-06-2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან და ეს რომ შედეგიანია, მოსწავლეების სპორტული მიღწევებიც მოწმობს. სკოლა თავისი არსებობის ისტორიაში ბევრ წარმატებულ მოსწავლეს ითვლის და სწორედ ერთ-ერთ ასეთ ფაქტზე ახლა მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას.

ამჯერად, სკოლა ორმა სპორტსმენმა ასახელა. თორნიკე ქალიაშვილმა და არჩილ ბოჭორიშვილმა პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს კიკბონგსინგში საქართველოს პირველობაზე. ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა და ბუშეტელმა მოსწავლეებმა დედაქალაქშიც ჩაიტანეს საკუთარი სკოლისა და სოფლის სახელი.

პედაგოგები ულოცავენ მათ გამარჯვებას და მომავალშიც ბევრ წარმატებას უსურვებენ. სკოლას ნამდვილად შეუძლია იამაყოს, ბავშვების მიღწეული შედეგით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203