ხავეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ელენა პეტროსიანმა მე-3 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩაატარა
10-06-2021

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხავეთის საჯარო სკოლის მასწავლებელმა ელენა პეტროსიანმა მე-3 კლასს, საგანში - მე და საზოგადოება  ღია გაკვეთილი ჩაუტარა.

ბავშვებმა იაქტიურეს და კარგად პასუხობდნენ კითხვებს, რომელიც გარემოს თემაზე იყო.

„როგორ გარემოში ცხოვრობენ ჩვენი ბავშვები ან როგორ გარემოში შეიძლება ბავშვმა ისწავლოს? მას ევალება დაიცვას ჰიგიენა სახლშიც და გარეთ ყოფნის დროსაც. სკოლა ხომ მისი მეორე სახლია?! იქ უნდა ისწავლოს და შემდეგში კარგად გამოიყენოს.

მასწავლებელმა დაავალა ბავშვებს, რომ მოემზადებინათ თავიანთი სკოლის მაკეტი. ბავშვებმა წარმატებით შეასრულეს მასწავლევბლის მიერ მიცემული დავალება“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203