„ჩვენ თქვენი პირველი მასწავლებლები ვიყავით და ვამაყობთ ამით“ - თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებს პედაგოგებმა გზა დაულოცეს
10-06-2021

თბილისის N141 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს და დაწყებითი კლასების პედაგოგებს დაემშვიდობნენ. სკოლის ეზოში ლამაზი ღონისძიება გაიმართა.

მე- 4 კლასის გამოსაშვები კლასის პედაგოგები არიან: მაია აბრამიშვილი, ეკა მიქელაძე და თამუნა მამიაშვილი.

„ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა სულ პაწაწინებმა ჩვენი სკოლის ეზოში შემოაბიჯეთ, ჯერ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ უკვე ძალიან გვიყვარდით, 4 წლის წინ დაიწყო და ახლა უკვე მიდიხართ ჩვენგან. ჩვენ თქვენი პირველი მასწავლებლები ვიყავით და ვამაყობთ ამით, არ ვიცით, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ყველას გვინდა გითხრათ, რომ უზომოდ გვიყვარხართ, არასოდეს დაგივიწყებთ და იმედი გვაქვს, თქვენც არასოდეს დაგავიწყდებით, გვინდა გზა დაგილოცოთ და მომავალშიც ულევი წარმატებები გისურვოთ“, - ასე მიმართეს პედაგოგებმა საყვარელ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203