თელავის N5 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
10-06-2021

თელავის N5 საჯარო სკოლაში მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრ წინსაფრიანმა და პერანგიანმა გოგონებმა და ბიჭებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეს, დაემშვიდობნენ მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხსა და მასწავლებლებს.

„ეს დღე დაკავშირებულია, როგორც ცრემლთან, ასევე მომავლის რწმენით განმსჭვალულ სიხარულთან. სკოლის დირექცია და პედაგოგთა კოლექტივი წარმატებებს უსურვებს კურსდამთავრებულებს. კლასის საუკეთესო დამრიგებელი - ნანა ჭილაშვილი“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203