
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად მოსწავლეები სომეხი პოეტის ავეტიქ ისაჰაკიანის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ.
მეექვსე კლასის მშობლიური ენის მასწავლებელმა გაკვეთილზე ისაუბრა ავეტიქ ისაჰაკიანის ბიოგრაფიაზე და მოსწავლეებს გააცნო უცნობი ფაქტები მისი ცხოვრებიდან.
მოსწავლეებმა მასწავლეებლის დახმარებით ავეტიქ ისაჰაკიანის ერთ-ერთი ნაწარმოების „ირემის“ მიხედვით გაკეთეს პრეზენტაცია ასევე მათ ისაუბრეს ბუნების დაცვაზე და მის მოვლაზე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.