
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოფურის საჯარო სკოლაში გარემოს დაცვის დღე აღნიშნეს.
ღონისძიებას გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი შორენა ქურასბედიანი ხელმძღვანელობდა. მან მოსწავლეებს გარემოსდაცვის თემაზე სემინარი ჩაუტარა.
„გარემოს დაცვის დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას“, - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა პოსტერი შექმნეს.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველ წელს, მთელ მსოფლიოში 5 ივნისს აღინიშნება და მასშტაბურად სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება.
იხილეთ ფოტოები: