„ნეტავ, იქ თეატრი არის?!“ - ბათუმის N8 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
10-06-2021
 

ნეტავ, იქ თეატრი არის?! - ამ სათაურის ქვეშ გააერთიანეს და საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს ბათუმის N8 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა.

თეატრის შესახებ პრეზენტაციის მომზადების ინსპირაცია მოსწავლეებისთვის გენიალური ქართველი მსახიობი კახი კავსაძე იყო. მათ ახლახანს გარდაცვლილი არტისტის შესახებ კედლის გაზეთიც შექმნეს.

გარდა კავსაძისა, ბავშვებმა რამაზ ჩხიკვაძესაც მიუძღვნეს კედლის საათი.

პრეზენტაციაზე თეატრის ისტორიასა და საინტერესო ფაქტებზე გამახვილდა ყურადღება:

„თეატრი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს სანახაობისთვის განკუთვნილ ადგილს. თეატრი, ისევე როგორც ხელოვნების სხვა დარგები, მჭიდროდაა დაკავშირებული ხალხის ყოფაცხოვრებასთან, მის ისტორიასთან და კულტურასთან.

სანახაობრივი ხელოვნების ეს დარგი მრავალ მიმართულებას აერთიანებს: ლიტერატურას, ქორეოგრაფიას, მუსიკას, სახვით ხელოვნებას... სწორედ, ამიტომ, თეატრი სინთეზური ხელოვნებაა“ - ასეთია პრეზენტაციის შინაარსის შესახებ სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

აქტივობის ამსახველი კადრები მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად ვიდეომასალაში გააერთიანეს.

Vგ კლასის დამრიგებელია - ლუბა ბრეგვაძე. მუსიკის მასწავლებელი კი ვენერა ლოსაბერიძე.

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203