„პირველი შეხვედრა გალაკტიონთან“ - თბილისის N178 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეები ტაბიძის შემოქმედებას ეზიარნენ
10-06-2021

„პირველი შეხვედრა გალაკტიონთან“ - ასე დაასათაურეს ღონისძება, რომელზეც ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლის V/ა კლასის მოსწავლეები გენიალური ქართველი პოეტის შემოქმედებას ეზიარნენ.

ქართულის მასწავლებელი ციცინო ჯაბახიძე პატარებს დიდი მონდომებით ამზადებდა გალაკტიონ ტაბიძის პოეზიასთან შესახვედრად და მის შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია.

მოსწავლეებმა შესანიშნავად გადმოსცეს პოეტის ლექსები, მათმა სასცენო ოსტატობამ მაყურებელი მოხიბლა. ტაბიძისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო სასიამოვნო დღეების რიცხვს მიემატა თბილისის N178 საჯარო სკოლის სასკოლო კალენდარზე.

ქართულის მასწავლებელი ციცინო ჯაბახიძე და მოსწავლეები მომავალშიც ბევრ საინტერესო აქტივობას ჰპირდებიან სკოლას და გულშემატკივრებს.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203