ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზეს
10-06-2021
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს.
გიმნაზიის მე-7 კლასმა იასპარეზა მუნიციპალიტეტის პირველობაზე მკლავჭიდში, მოსწავლეთა შორის. შეჯიბრი 9 ივნისს, ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრში ჩატარდა.
გოგონებში ადგილები ასე გადანაწილდა: 1-ელი ადგილი ეკა ბერაძემ დაიკავა, ხოლო მე-3 ადგილზე კი ანი ღონღაძე და თინათინ კიკალიშვილი გავიდნენ.
ვაჟებში კი შედეგები ასეთია: მეორე ადგილზე გავიდა ზურაბ ტოროშელიძე, ხოლო მე-3 ადგილს დასჯერდა მერაბი ჩუბინიძე.
ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია ულოცავს მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს და მომავალშიც წარმატებას უსურვებს. სკოლა მუდამ ამაყობს ბავშვების ყოველი წარმატებული ნაბიჯით.