„ბედნიერებაა, როცა ჩვენი სკოლის კედლებში ასეთი თაობა იზრდება“ - თბილისის N12 საჯარო სკოლის III კლასი სასწავლო წელს აჯამებს
10-06-2021

თბილისის N12 საჯარო სკოლაში სწავლის ხარისხი რომ მაღალ დონეზეა, ამას მოსწავლეთა შედეგებიც ცხადყოფს. სკოლის მასწავლებლები მუდამ ცდილობენ ბავშვებს სასწავლო მასალა საინტერესოდ მიაწოდონ და მოსწავლეებში სწავლის სურვილი კიდევ უფრო აამაღლონ. ამ მიზნის მიღწევაში, მათთვის ხელი არც პანდემიას შეუშლია.

ამის ერთ-ერთ ნათელ მაგალითს III ბ კლასი წარმოადგენს. მოსწავლეებმა მთელი წლის მასალა წარჩინებით შეაჯამეს და დამრიგებელი, თამუნა ხიზანიშვილი ასახელეს.

კლასის დამირგებელმა სასწავლო წლის შემაჯამებელი ვიდეოც მოამზადა, სადაც განვლილი დღეების ამსახველი დასამახსოვრებელი კადრები გააერთიანა.

„მთელი წლის შეჯამება შესანიშნავად გააკეთა III-ბ კლასმა. კლასი, რომელიც წარმატებული იყო მთელი წლის განმავლობაში და მოსწავლეები, რომლებმაც ქვეყანაში შექმნილი პანდემიის მიუხედავად, წარმატებით დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა. ბედნიერებაა, როცა ჩვენი სკოლის კედლებში ასეთი თაობა იზრდება“ - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

თბილისის N12 საჯარო სკოლა მომავალშიც წარმატებით გააგრძელებს მომავალი თაობების აღზრდას და საამაყოც კიდევ უფრო მეტი ექნება.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203