ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტის ფარგლებში ბუნებაში ქცევის წესები შეიმუშავეს
10-06-2021

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, პროექტი -„პერმაკულტურა - მულჩი“ წარმატებით განხორციელდა.

პროექტში მონაწილეობდნენ მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები.

პროექტის საფინალო ეტაპზე დაიგეგმა ლაშქრობა ბალდის კანიონებზე.

„მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ დაინახეს და აღიქვეს ბუნების უნიკალური სილამაზე და შესაძლებლობები. დარწმუნდნენ იმაში თუ როგორი მოვლა და გაფრთხილება სჭირდება ბუნებას. ადგილზევე შექმნეს და შეიმუშავეს ბუნებაში ქცევის წესები, როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი დამთვალიერებლებისთვის. დატკბით ბუნების ღირსშესანიშნავი ადგილებით“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203