„მოსწავლისთვის სამაგალითოა მასწავლებელი, რომელიც გულწრფელია და არასოდეს ატყუებს მოსწავლეს“ - ნანა ბოჭორიშვილი, ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დირექტორი
10-06-2021
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა?  და რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? - ამ და სხვა საკითხებზე ტყიბულის N7 საჯარო სკოლის დირექტორის - ნანა ბოჭორიშვილის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის. . .

- სასიხარულოა, ოღონდ მშვიდობიანად დასრულება.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს. . .

- განათლებულ, ერუდირებულ პედაგოგებს და ჰუმანურ, სამართლიან დირექტორს.

- გამორჩეულად მახსენდება სკოლის . . .

- ის პერიოდი, როდეს ქვეყანას ძალიან უჭირდა, მაგრამ განათლების დონე სკოლებში უფრო მაღალი იყო.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა. . .

- რადგან, ძალიან გაიზარდა იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომელთა მშობლებიც გასული არიან ქვეყნიდან ლუკმაპურის საშოვნელად.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა. . .

- ისეთი მასწავლებელი, რომელიც გულწრფელია და არასოდეს ატყუებს მოსწავლეს.

- დირექტორის მოტივაციაა. . .

- ისეთ გუნდთან მუშაობა, რომლებიც ენდობიან და სჯერათ მისი.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. . .

-ძირფესვიანი ცვლილებები განხორციელდეს სასწავლო მიზნებში, გავითვალისწინოთ თითოეული სკოლის ინდივიდუალობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203