ტალავერის N1 საჯარო სკოლიდან 2021 წლის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს
10-06-2021

არიფ ალიევის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. 2021 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. 

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და გზა დაულოცეს. მოსწავლეებმა კი თავის მხრივ, მასწავლებლებს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203