წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთვნენ
10-06-2021

წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები და მეათეკლასელი მარიამ ქუჩულორია, გეოგრაფიის მასწავლებლის ნანა ჯაბურიას ხელმძღვანელობით, გარემოსდაცვით პროექტში ჩაერთვნენ. 

ორგანიზაციამ - „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, ეკოსკოლის მსოფლიო პროგრამის ფარგლებში, ჩაატარა შემეცნებითი კონკურსების სერია-გარემოსდაცვითი კონკურსი - „შექმენი ეკოგმირი“.

„კონკურსის მიზანი იყო გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ მეტი ყურადღების მიქცევა და მოსწავლეთა სასკოლო აქტივობებში მასწავლებელთა წახალისება და ეკოლოგიური პრობლემებისადმი მეტი დროის დათმობა. ამ პროექტში აქტიურად ჩაერთნენ წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მე-7, მე-8 კლასის მოსწავლეები, 10-კლასის მოსწავლე მარიამ ქუჩულორია გეოგრაფიის მასწავლებლის ნანა ჯაბურიას ხელმძღვანელობით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203