„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი საქმიანობის კრიტიკულად შეფასება“ - მარინა ხვედელიძე, ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორი
10-06-2021
რასთან ასოცირდება სასწავლო წლის დასრულება? რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? და რა არის მოსწავლისთვის სამაგალითო? - ამ და სხვა საკითხებზე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინა ხვედელიძის ბლიც-ინტერვიუს გთავაზობთ:
- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- მაფორიაქებს, რადგან ხდება იმ მოსწავლეებთან განშორება, ვისთანაც ერთად წლები გამიტარებია.
- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- რომელსაც გააჩნია კარგი, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსი, რომელთა საშუალებითაც ხდება მომავალი თაობისათვის კარგი განათლების და უნარ-ჩვევების მიცემა, რაც მათ გამოადგებათ, როგორც პიროვნულ, ასევე სამშობლოს კეთილდღეობისათვის.
- გამორჩეულად მახსენდება...
- სკოლის ყოფა-ცხოვრება, როდესაც სკოლა დავასრულე და მომავალი პროფესია, მასწავლებლობა ავირჩიე.
- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- სკოლის სტრატეგიული განვითარებისათვის.
- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- კარგი მასწავლებელი. კარგი სკოლა.
- დირექტორის მოტივაციაა...
- დავნერგო სკოლაში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული სასკოლო ურთიერთობები, დავამკვიდრო სკოლაში დემოკრატიული ღირებულებები და პრინციპები.
- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- საკუთარი საქმიანობის კრიტიკულად შეფასება, კონსტრუქციული შენიშვნების გათვალისწინება და გამოყენება.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია